ქეთევან კალანდაძე

ქეთევან კალანდაძე — თანამედროვე მხატვარია.

ქეთევანი დაიბადა თბილისში. 90–იან წლების დასაწყისში სწავლობდა თოიძის სამხატვრო სკოლაში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ხელოვნების აკადემია, სადაც სწავლობდა ფერწერის ფაკულტეტზე. 2000 წელს ქეთევანი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა შედგა ჯერ კიდევ 1994 წელს, თბილისის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლის დასაწყისში.

ქეთევანის ნამუშევრები ინახება გერმანიის, ისრაელის, ინგლისის, ჰოლანდიის, რუსეთის და აშშ–ს კერძო კოლექციებში.

ნარკვევები ქეთევანის ნამუშევრების შესახებ დაბეჭდილია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა თავისუფალი საქართველო, საღამოს თბილისი, არგუმენტები და ფაქტები, ახალი ეპოქა.

კიდევ »