შესახებ

ბიოგრაფია

ქეთევან კალანდაძე — თანამედროვე მხატვარია.

ქეთევანი დაიბადა თბილისში. 90–იან წლების დასაწყისში სწავლობდა თოიძის სამხატვრო სკოლაში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ხელოვნების აკადემია, სადაც სწავლობდა ფერწერის ფაკულტეტზე. 2000 წელს ქეთევანი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა შედგა ჯერ კიდევ 1994 წელს, თბილისის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლის დასაწყისში.

ქეთევანის ნამუშევრები ინახება გერმანიის, ისრაელის, ინგლისის, ჰოლანდიის, რუსეთის და აშშ–ს კერძო კოლექციებში.

ნარკვევები ქეთევანის ნამუშევრების შესახებ დაბეჭდილია ისეთ გამოცემებში, როგორიცაა თავისუფალი საქართველო, საღამოს თბილისი, არგუმენტები და ფაქტები, ახალი ეპოქა.

გამოფენები

2013, ოქტომბერი
მხატვართა კავშირის 80 წლის საიუბილეო გამოფენა, თბილისი, საქართველო.

2002 , მაისი
პერსონალური გამოფენა აჭარის წარმომადგენლობაში თბილისში, საქართველო.

2001, სექტემბერი
ბარათების საკონკურსო გამოფენა გალერეა „N“–ში, თბილისი, საქართველო.

1999, ოქტომბერი
ძველი გალერეა, თბილისი, საქართველო.

1999, სექტემბერი
კოლექტიური გამოფენა „ახალგაზრდა მხატვრები“ მუზეუმში ქარვასლა, თბილისი, საქართველო.

1994, ნოემბერი
პერსონალური გამოფენა გალერეა „მერანში“,თბილისი, საქართველო.

ქეთევან კალანდაძე